GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადება დაიწყო
13:52 28.04.2012
დღის სიახლეები

2012 წლის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის, საქართველოს ნაკრები გუნდების დაკომპლექტება დაიწყო.

როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის საფუძველზე შერჩეულმა VIII-XII კლასის 75-მა მოსწავლემ დღეს  შესარჩევი ეტაპი  თბილისის №51 საჯარო სკოლაში გაიარა.

ფიზიკის, მათემატიკისა და ბიოლოგიისა წერითი ტურების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქუდაძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური გაეცნენ.

2012 წელს საქართველო ოთხ საერთაშორისო ოლიმპიადაში მიიღებს მონაწილეობას. სინგაპურში, არგენტინაში, იტალიასა და ესტონეთში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები ივლისსა და სექტემბერში გაემგზავრებიან.

ფიზიკის, მათემატიკის, ბიოლოგიისა და ინფორმატიკის ნაკრები გუნდები საუკეთესო შედეგების მქონე 19 მოსწავლისგან დაკომპლექტდება. ნაკრები გუნდების წევრები ერთთვიან სპეციალურ მომზადებას გაივლიან. თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მათ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მეცნიერები  ჩაუტარებენ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით, საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის ნაკრები გუნდების მომზადება მეოთხე წელია მიმდინარეობს. ქართველი მოსწავლეები თითქმის ყველა საერთაშორისო ოლიმპიადიდან გამარჯვებულები ბრუნდებიან.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ანგელა მერკელმა ივანიშვილს არჩევნებში გამარჯვება და პრემიერ–მინისტრად დანიშვნა მიულოცა1
ისრაელმა ქვეყნის ჩრდილოეთით „პატრიოტები“ განათავსა2
პატრიარქი: ბაგრატის ტაძარი აღსდგა! საქართველო აღსდგა!3
ლიბიის ლიდერი მსოფლიოს ბოდიშს უხდის4
კახეთში სტიქიით დაზარალებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X