საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ეროვნული არქივის თანამშრომლებმა, სოფელ დიდ ლილოში, არქივის შენობის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანების აქცია გამართეს.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობდნენ ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი - თეონა იაშვილი და საჯარო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე - სოსო წიქარიშვილი, ასევე, ამ უწყებების
თანამშრომლები.
ლილოს
არქივის მიმდებარე ტერიტორიაზე მარადმწვანე ხეები – 60 ძირი ფიჭვი - დაირგო.
internet.ge