GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სასკოლო სესია გაიმართა
14:15 28.04.2012
დღის სიახლეები

თბილისში ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია მიმდინარეობს, დღეს სესია სკოლა “ოლიმპი”-ში გაიხსნა და მის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლებისა და ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე მონაწილეობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, სესიის თემას წარმოაგდენს „ახალგაზრდობა - სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი".

ევროპარლამენტის სიმულაციაში  11 საჯარო სკოლის X-XII კლასის 80-მდე მოსწავლე მონაწილეობს.

ღონისძიების ფარგლებში სკოლის მოსწავლეები კომიტეტებში ნაწილდებიან და სხვადასხვა აქტუალური პრობლემის განხილვის შემდგომ ინგლისურ ენაზე რეზოლუციებს შეიმუშავებენ. საკომიტეტო მუშაობისას განსახილველი საკითხები შეეხება როგორც ევროკავშირის მასშტაბით არსებულ პრობლემებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. ღონისძიების დასკვნით ეტაპზე, ოფიციალური დახურვის ცერემონიალზე, ყველა მონაწილეს სერთიფიკატი გადაეცემა.

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი, როგორც სასკოლო პროექტი, 1987 წელს საფრანგეთში ჩამოყალიბდა. მოგვიანებით პროექტმა სტუდენტების დიდი ინტერესიც დაიმსახურა. საქართველომ ორგანიზაციის ოფიციალური წევრის სტატუსი 2008 წელს მოიპოვა. მას შემდეგ არაერთი სესია ჩატარდა, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის: ბათუმში, ზუგდიდში, დუშეთსა და ბორჯომში.

ცნობისთვის, ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის სესია დღს დაიწყო და 30 აპრილს, თსუ-ს პირველ კორპუსში, გენერალური ასამბლეით დასრულდება.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სინოდის განჩინებით ID ბარათები ანტიქრისტეს ბეჭედი არ არის1
დაღუპულია 717 პილიგრიმი - ჭყლეტა მექაში2
პოლიციის თანამშრომლებმა ფულის გამოძალვის მცდელობა აღკვეთეს3
მოსკოვში საქართველოს მოქალაქე დააკავეს4
კახეთში ტანსაცმლის მაღაზია გაძარცვეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X