საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა,
რომ მზად არის მიიღოს თავის ტერიტორიაზე ტერორისტ უსამა ბინ ლადენის ცოლები და შვილები, -
იუწყება „რია ნოვოსტი“, საუდის არაბეთის სააგენტო SPA-ზე დაყრდნობით.
ალ ქაედას ყოფილი ლიდერის 3 ცოლი და შვილები პაკისტანიდან უკვე დეპორტირებულები
არიან.
„საუდის არაბეთის სამეფომ ბენ
ლადენის ოჯახი ჰუმანური მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღო, მით უმეტეს, რომ რაიმე
დანაშაულში მათი მონაწილეობის შესახებ მონაცემები არ არსებობს“ - იუწყება სააგენტო SPA.
ბენ ლადენის ცოლ-შვილი საუდის
არაბეთში მოკლული ტერორისტის ნათესავის თხოვნით მიიღეს. როგორც „ლენტა რუ“ წერს,
ჯიდუში, რომელიც ბენ ლადენის „მრავალრიცხოვანი კლანის“ საცხოვრებელ ადგილად
ითვლება, ტერორისტის ოჯახი კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა.
ალ ქაედას ექს-ლიდერის ოჯახი, სამეფოში ერთ-ერთ
გავლენიან და მდიდარ ოჯახად ითვლება და ჰოლდინგ „საუდი ბელ ლადენ გრუპს“-ს ქვეყნის
ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების მნიშვნელოვანი წილი ეკუთვნის.
internet.ge