ჩეჩნეთის მთავრობა ღიად უჭერს მხარს იმ ოჯახებს, რომლებიც
მათი გაგებით, ღირსების შელახვის გამო საკუთარ ნათესავებს კლავენ, - იუწყება The Washington Times.
გამოცემის ინფორმაციით, ბოლო წლებში გროზნოს რაიონსა და
ახლომდებარე ტყეებში ათობით მოკლული ქალის გვამია ნაპოვნი.
„ჩეჩნეთის პრეზიდენტმა, რამზან კადიროვმა, საჯაროდ
განაცხადა, რომ მოკლული ქალები მორალურად დაცემულები იყვნენ და ნათესავებმა ისინი
სამართლიანად დახოცეს.
მან ქალებს, ასევე, ქმრების საკუთრება უწოდა და განაცხადა,
რომ მათი მთავარი როლი
ბავშვების გაჩენაა. კადიროვი ხშირად ამბობს, რომ მისი მიზანი ჩეჩნეთის უფრო მეტად
ისლამურ სახელმწიფოდ ქცევაა“ - წერს გაზეთი.
internet.ge