GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსულ სამხედრო ბაზებზე რუტინული გამოკვლევა ჩატარდება
14:03 30.04.2012
დღის სიახლეები

30 აპრილიდან - 4 მაისის ჩათვლით, ბათუმში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ბათუმი“, უპატრონო რადიოაქტიური წყაროების ძიებისა და უსაფრთხოების საკითხებზე სასწავლო კურსი გაიმართება.

სასწავლო კურსი აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის გლობალური საფრთხის შემცირების ინიციატივის (GTRI) ეგიდით ტარდება.

პროგრამაში საქართველოს შსს საგანგებო საიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, რადიაციული ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების ცენტრის, ასევე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის ფოთის ოფისის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია დაინტერესებული უწყებების სპეციალისტებისათვის ე.წ. “უპატრონო” მაიონებელი გამოსხივების წყაროების მოძიებასთან დაკავშირებული ახალი მეთოდებისა და თანამედროვე საძიებო-დოზიმეტრიული აპარატურით მუშაობის პრინციპების გაზიარება. უპატრონო წყაროების მოძიებისათვის გაძლიერდება არსებული ინფრასტრუქტურა. აქცენტი გაკეთდება აჭარაში, შესაბამისი რესურსის შექმნაზე, რაც შემდეგ რეგიონში არსებული, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზების ტერიტორიების რუტინული გამოკვლევისათვის გამოიყენება.

სასწავლო კურსს ამერიკელი სპეციალიტები გაუძღვებიან. კურსის ფარგლებში გათვალისწინებულია დაბა ანასეულში მდებარე ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების ინსტიტუტის ტერიტორიაზე ორდღიანი პრაქტიკული მეცადინეობის ჩატარება.

გარდა ამისა, აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი, ქართულ მხარეს დოზიმეტრულ აპარატურას გადასცემს, რომელიც სასწავლო კურსში მონაწილე უწყებებს შორის განაწილდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რიჩარდ ნორლანდი: პრეზიდენტს პარლამენტში კარგი გამოსვლა ჰქონდა1
ევროკავშირი საქართველოს სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგისკენ მოუწოდებს2
ვარდნა 39 კმ სიმაღლიდან, რომელსაც 8 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს (VIDEO)3
500 კილოგრამიანი ქალი ციხეს გადაურჩა4
ამირან გამყრელიძე ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X