სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ჩეხეთის პრეზიდენტმა - ვაცლავ კლაუსმა, უარი თქვა იალტაში დაგეგმილ ცენტრალური ევროპის
სახელმწიფოთა მეთაურების სამიტში მონაწილეობაზე, რომელიც 11-12 მაისსაა დაგეგმილი.
მანამდე ანალოგიურად, უკრაინაში ჩასვლაზე უარი განაცხადა
გერმანიის პრეზიდენტმა იოახიმ გაუკმა. ასეთი ნაბიჯით მან უკრაინის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოზე ფიზიკური ძალადობის
ფაქტი გააპროტესტა. მისი მთავრობის
წარმომადგენელმა - შტეფან
ზაიბერგმა კი განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის ნორმები არ შეიძლება დაირღვეს იმ
მიზნით, რომ დემოკრატია შეიზღუდოს და ოპოზიციის ბლოკირება მოხდეს.“
internet.ge