შიდსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევები
დაფიქსირდა თბილისში.
აივ ინფექციას ამჯერად ორი, 40 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.
ორივე შემთხვევაში გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული დიაგნოსტიკა და თანდაყოლილი დაავადება გახდა.
შიდსისა და იმუნოლოგიის ცენტრში აცხადებენ, რომ შიდსით დაინფიცირებულთა რიცხვი გაზრდილია.
2012 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 165 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო 37 ადამიანი გარდაიცვალა. შარშან, ამავე პერიოდში 140 შემთხვევა იყო დაფიქსირებული.
Internet.ge