დუტა სხირტლაძის სასამართლო პროცესი 8
მაისს გაიმართება. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს უზენაისი სასამართლოს პრესსამსახურში
განუცხადეს, დღეს ჩანიშნული სასამართლო პროცესი მხარეთა შუამდგომლობით გადაიდო.
თელავის
ვაჟა - ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა კაპელდინერებმა მარიამ მახარაშვილმა და ნანა ცატავამ თეატრის მმართველს უჩივლეს.
მათი
განცხადებით,
დუტა სხირტლაძეს მათთვის 3 200 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანება აქვს დასაფარი.
Internet.ge