სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ამ დრომდე ეძებენ მტკვარში 21
წლის მამაკაცს. ჯერ-ჯერობით უცნობია, აღნიშნული ფაქტი უბედური შემთხვევაა, თუ
თვითმკვლელობა.
ახალგაზრდა მდინარეში გალაკტიონის ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან
გადახტა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ის ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები დროულად
მივიდნენ, თუმცა ძლიერი დინებისა და ცუდი ხილვადობის გამო, ახალგარდა მამაკაცის
ძებნა გართულდა. სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან კვლავ განახლდა.
Internet.ge