იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის
ახალი, ინგლისურენოვანი
გაზეთი
Public Registry გამოსცა.
გაზეთში
განთავსებულია
ინფორმაცია
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებსა და რაიონებში, ტურისტულად აქტიურ ზონებში მდებარე ბინების, სახლების, საოჯახო ტიპის სასტუმროების გაქირავების და მომსახურების შესახებ. Public
Registry საუკეთესო
საშუალებაა
საქართველოში
სასწავლებლად,
საქმიანი თუ ტურისტული ვიზიტით მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
სულ
ცოტა ხნის წინ, სააგენტომ და გაზეთმა 24 საათი მომხმარებელს ერთობლივი პროექტი - გაზეთი საჯარო რეესტრი შესთავაზა. გაზეთის ყოველ ნომერში 5000-ზე მეტი განცხადებაა განთავსებული უძრავი ქონების, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის, გაქირავების, აუქციონების, ვაკანსიების შესახებ. ამიერიდან გაზეთს თანდართული აქვს ინგლისურენოვანი
განცხადებების
ჩანართი
Public Registry.
რეესტრის ინფორმაციით, ინგლისურენოვანი
ჩანართის მეშვეობით, უცხოელი მოქალაქე მარტივად და კომფორტულად, მათთვის გასაგებ ენაზე შეძლებს მოიძიოს საოჯახო ტიპის სასტუმროები, ბინები და სხვა გასაქირავებელი უძრავი ქონება.
„გაზეთის ინგლისურენოვანი ჩანართი ხელს შეუწყობს ასევე ქვეყანაში მცირე ბიზნესის განვითარებას. იმ სეგმენტს, რომელსაც რეკლამირების ფინანსური საშუალებები შეზღუდული აქვთ, შეძლებენ უფასოდ განათავსონ თავიანთი გასაქირავებელი უძრავი ქონების შესახებ დეტალური ინფორმაცია და პირდაპირი კავშირი დაამყარონ მომხმარებელთან,
რაც უცხოელი კლიენტების მოზიდვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება იქნება. მოქალაქის სურვილის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი უსასყიდლოდ უზრუნველჰყოფს განცხადების ტექსტის ინგლისურ ენაზე თარგმნას“,- აცხადებენ საჯარო
რეესტრში.
გაზეთი
უკვე იყიდება საქართველოს ფოსტის პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. მალე, გაზეთის ინგლისურენოვანი
ჩანართი გავრცელდება აეროპორტებში, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში, საელჩოებში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, რაც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლისთანავე
სწრაფად და მარტივად, შუამავლების გარეშე მოიძიონ მათთვის სასურველი ბინა, სახლი თუ სასტუმრო.
ინგლისურენოვანი
განცხადებების
ჩანართი
Public Registry კვირაში
ერთხელ, ყოველ პარასკევს გამოდის. ამ ეტაპზე ჩანართის ყველა ნომერი 500-მდე ახალ განცხადებას მოიცავს.
ინგლისურენოვანი
გაზეთი დედაქალაქის გარდა, რეგიონების განცხადებებითაც
ინტენსიურად
შეივსება,
მალე კი იგეგმება გაზეთის რუსულენოვანი ჩანართის გამოცემაც.
Internet.ge