თბილისში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის გამო, საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ოფიციალურად არ გადადებულა. ამის შესახებ ინტერნეტ.ჯის განათლების სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათი თქმით, გარკვეულ სკოლებში, სწავლის პროცესი შეფერხდა, თუმცა ამ ეტაპისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.
„სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მშობლების მოთხოვნით, ზოგიერთი მოსწავლე სკოლიდან გაიყვანეს. შესაბამისად, მათ არა დაეწრებათ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. გავრცელებული ინფორმაციით, 161-ე სკოლა დაზიანდა, თუმცა განათლების უწყებაში აცხადებენ, რომ სკოლა გაცილებით ადრე დაზიანდა და ეს შემთხვევა დღევანდელ მიწისძვრას არ უკავშირდება.
Internet.ge