ალ ქაიდას ლიდერი, აჰმედ ალ-ჰანიქი, რომელსაც სურდა გაერთიანებულიყო ტერორისტულ ღონისძიებაში, რომლის გამოც 2010 წელს ქვეყანაში ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები დაიხურა, საჰაერო თავდასხმისას გარდაიცვალა.
მის გარდაცვალებას ადასტურებს „ალ -ქაიდა“ და იემენის საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში. შეტაკებისას დაიღუპა კიდევ ერთი ადამიანი, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით უცნობია.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეტაკების შედეგად დაღუპულია 20 ჯარისკაცი.
„ფრანსპრესის“ ახალი ამბების სააგენტოს იემენის ოფიციალურმა სამხედრო წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ შეტაკება მოხდა დედაქალაქ აბიანის პროვინციაში.
Internet.ge