ქუჩებში, სტადიონებზე,
სკვერებში, პარკებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, 21 წლის ასაკს მიღწეულ პირებს ცივი იარაღის ტარება ეკრძალებათ.
ამასთან
დაკავშირებით ცვლილება - „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის,
რომლის ავტორი პარლამენტის ვიცე–სპიკერი, გიგი წერეთელია.
პროექტით კონკრეტდება, რომ ქუჩებში, სტადიონებზე, სკვერებში, პარკებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში 21 წლის ასაკს მიღწეული პირის მიერ, ცივი იარაღის ტარება 300 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
ამავე პროექტის მიხედვით, ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 500 ლარი იქნება.
Internet.ge