საგარეო საქმეთა სამინიტრო ყოფილი საგარეო
საქმეთა მინისტრის, ალექსანდრე ჩიკვაიძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას
გამოთქვამს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს ბატონ ალექსანდრე ჩიკვაიძის ხსოვნას. მნიშვნელოვანია ბატონი ალექსანდრე ჩიკვაიძის როლი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამედროვე ტიპის საგარეო უწყებად ჩამოყალიბების საქმეში. იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა
საქართველოს
პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობების
გახსნას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
სწორედ ამ პერიოდში, საქართველო გაწევრიანდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში და გახდა საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი. ბატონი ალექსანდრე ჭეშმარიტი პატრიოტი იყო“,-
ნათქვამია გრიგოლ ვაშაძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ალექსანდრე ჩიკვაიძე წლების მანძილზე, უმაღლეს დიპლომატიურ თანამდებობებზე მუშაობდა, ხოლო 1992-1995 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 1995-2003 წლებში იგი იყო
საქართველოს
საგანგებო
და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთში, ხოლო 2003-2005 წლებში გახლდათ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში, ასევე ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
მუდმივი წარმომადგენელი.
Internet.ge