ფაშიზმზე
გამარჯვების
67-ე წლისთავის აღსანიშნავად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან ვეტერანები
შეიკრიბნენ.
მათთან ერთად ვაკის პარკში პოლიტიკოსები და
მოქალაქეები იმყოფებიან.
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ
სახელმწიფოში, მათ შორის საქართველოში, ეს დღე, მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ
გერმანიაზე გამარჯვების გამო აღინიშნება.
1945 წლის 8 მაისს, კარლჰორსტში, ფაშისტური გერმანიის
გენერალ-ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტეკმა
უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხალი. ხოლო 9 მაისს, საბჭოთა ჯარებმა
გაათავისუფლეს ქალაქი პრაღა. ამის შემდეგ, სწორედ ამ დღეს აღინიშნება დიდი სამამულო ომის დასრულება.
8 და 9 მაისი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მეორე მსოფლიო ომის
მსხვერპლთა ხსოვნის თარიღად 2004 წელს დააწესა.
1945 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, გაიმართა გამარჯვების
აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. 9 მაისი დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს,
სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ - 1965
წლის 26 აპრილს.
internet.ge