„ლეიბორისტები“ ევროკავშირის ქვეყნებს, საწვავის სააგენტოს
შექმინსკენ მოუწოდებენ. ამის შეასხებ „ლეიბორისტული პარტიის“ იდეოლოგიურმა მდივანმა
სოსო შატბერაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
შატბერაშვილის მტკიცებით, მსოფლიო ბაზარზე
ნავთობის ფასების კლების მიუხედავად, საქარელოში მისი ფასი მატულობს.
„იმ დროს, როდესაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ყოველთვიურად იკლებს, საქართველოში მიმდინარეობს საპირისპირო პროცესი – ფასები იზრდება. მივმართავთ ევროკავშირის ქვეყნებს, შექმნან საწვავის სპეციალური სააგენტო, როგორც ეს გერმანიაშია. ნავთობ-პროდუქტებით ვაჭრობა გამოცხადდეს სახელმწიფოს პრეროგატივად, ხოლო ფასი ბენზინზე დაადგინოს საქართველოს პარლამენტმა, რაც ავტომატურად გამოიწვევს ფასების განახევრებას“,-
განაცხადა შატბერაშვილმა.
Internet.ge