ეროვნული
ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე „ქართუ ბანკის“ პრეზიდენტს, ნოდარ
ჯავახიშვილს პოლიტიკაში წასვლას ურჩევს.
როგორც
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ქადაგიძემ განაცხადა, ჯავახიშვილი მისი კოლეგაა და მას
ეთიკა საშუალებას არ აძლევს, რომ
„ქართუ ბანკის“ პრეზიდენტის სრულიად აბსურდულ განცხადებებზე კომენტარი გააკეთოს.
„სამწუხაროდ, ბატონი ჯავახიშვილი თანამედროვე საბანკო სისტემას ძალიან დაშორდა. ის პოლიტიკის არსენისკენ გაცილებით უფრო ახლოსაა. ვურჩევ, იქ გადავიდეს, სადაც მისი უნარების რეალიზებას უკეთესად მოახდენს“, –
განაცხადა ქადაგიძემ.
internet.ge