შსს
სასაზღვრო პოლიციის ფოთის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილების თანამშრომლებმა
ფოთის
პორტის მე-14 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, მალტის დროშით მცურავი გემი "SUJIN" დააკავეს.
საზაზღვრო პოლიციამ აღნიშნული გემის კაპიტნის, უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის, დიმიტრი პრიჟეგოდსკის მიმართ ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58–ე მუხლის VII ნაწილით დაიწყო.
ამასთან შსს-ს ინფორმაციით, პრიჟეგოდსკის, ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, 65 000
ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. გარდა
ამისა,
დაკავებულს გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2 612 ლარის გადახდით
მოუწევს.
Internet.ge