2012 წლის 18-20 სექტემბერს სოჭში, სასტუმრო „ჟემჩუჟინაში“
სრულიად აფხაზთა მესამე არისტოკრატიული კონგრესი „აბაზა“ ჩატარდება - იუწყება
„აპსნი რუ“.
ღონისძიების ორგანიზატორი ტურისტული ორგანიზაცია
„აკვა-აბაზაა“, რომელიც კონგრესზე არაერთი ცნობილი გვარის წარმომადგენელს ელოდება,
რომლებიც ადრე, არა მარტო აფხაზეთის სამთავროებს, არამედ ე.წ. დიდი აფხაზეთის სხვა
ისტორიულ ოლქებს წარმოადგენდნენ: აფხაზეთს, ჯიქეთს, მედოვეას.
კონგრესის მონაწილეებს შორის იქნებიან ისეთი გვარების
წარმომადგენლები, როგორებიცაა: ჩაჩბა, ჩაჩბა-შერვაშიძე, შერვაშიძე, ლოო, მარშანი,
აუბლა, გეჩბა, ცენბა, არედბა, ძაპშ-იპა, ჩხოტუა, ემხაა, ლოხი, ლაკერბაია, ზვანბა, ეშბა და სხვა არისტოკრატიული გვარის წარმომადგენლები - წერს „აპსნი რუ“.
ისინი სოჭში აფხაზეთიდან
ჩავლენ, ასევე ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან, თურქეთიდან, მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, სტავროპოლიდან,
მაიკოპიდან, ნალჩიკიდან და ესენდუკიდან. ასევე ბულგარეთიდან, გერმანიიდან და
საფრანგეთიდან.
Internet.ge