ე.წ. სამხრეთ ოსეთის კომპანიამ „ტვოი ავიაცენტრ - იუჟნაია
ოსეტიამ“ პირველი საფრენი აპარატი შეიძინა, რომელიც ხანძრის დროს და სამაშველო
ოპერაციებისას იქნება გამოყენებული, - იუწყება „ოსრადიო“.
როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ვალიევმა
განაცხადა, ეს არის აპარატი
„ავტოჟირ-ახოტნიკ 3“ და ის უკვე რესპუბლიკაშია.
უახლოეს მომავალში ცხინვალი კიდევ 2 ასეთ საფრენ აპარატს
შეიძენს და აეროკლუბსაც დააფუძნებს. სამომავლოდ კი, პილოტების მომზადებასაც დაიწყებს.
Internet.ge