საჯარო სამსახურის ბიურო ქალაქ თბილისის მერის, გიგი
უგულავას ქონებრივ დეკლარაციას აქვეყნებს.
2011 წელს შევსებული მონაცემების თანახმად, უგულავას მეუღლე ლელა
კილაძე, თბილისში, წყნეთის გზატკეცილზე უძრავ ქონებას ფლობს, რომელიც 50.0 კვ.მ-ს
შეადგენს.
დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერის ან მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება
(ფასიანი ქაღალდების, საბანკო ანგარიშების ან/და შენატანის, ნაღდი ფულადი თანხის
გარდა), რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს, არ
გააჩნია.
დეკლარაციის მიხედვით უგულავა არც ფასიან ქაღალდებს ფლობს. რაც
შეეხება საბანკო ანგარიშებს, მერს „თი-ბი-სი“ ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 185.0
ლარი აქვს. „საქართველოს ბანკში“ კი 10000.0
ლარი.
რაც შეეხება მის მეუღლეს, ფინანსური დეკლარაციის მიხედვით, ლელა
კილაძეს, „საქართველოს ბანკში“ მიმდინარე ანგარიშზე 14000.0 ლარი ერიცხება. ოჯახს სხვა ქვეყნის საბანკო ან
სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიში არ აქვს გახსნილი.
გრაფაში: თქვენი, თქვენი
ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება
4 000 ლარს. მხოლოდ ლელა კილაძე ფიქსირდება 5000.0 ლარით.
მერი და მისი ოჯახის არც ერთი წევრი არ მონაწილეობს სამეწარმეო
საქმიანობაში.
უგულავამ და კილაძემ საქართველოში ან სხვა ქვეყანაში, შესრულებული
ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოსთვის, სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის
გარდა, შემდეგი რაოდენობის თანხა მიიღეს. გიგი უგულავა- 92362.0 ლარი. ლელა
კილაძე- 40023.0 ლარი.
მონაცემებს არ შეიცავს კიდევ ერთი გრაფა, რომელიც საქართველოში ან
სხვა ქვეყანაში მერის ან მისი ოჯახის
წევრის მიერ, წინა წლის პირველი იანვრიდან დღემდე დადებული ან/და მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება
აღემატება 3000 ლარს (მათ შორის წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების
მიუხედავად).
ამასთან, ირკვევა რომ, 2011 წელს გიგი უგულავს და მის ოჯახს ფასიანი
საჩუქრები, რომლის ფასი 500 ლარს აღემატებოდა არ მიუღიათ.
დეკლარაციის მიხედვით, უგულავების ოჯახს შვილების დაბადება 12000.0 ლარი
დაუჯდა. რაც შეეხება გოგონების სწავლის საფასურს, 2011 წელს ოჯახმა სწავლის
საფასურში 5555.0 ლარი გადაიხადა.
http://www.declaration.gov.ge/csb/report/report.seam?id=6613
Internet.ge