კახეთში რამოდენიმე საათიანი წვიმის შემდეგ, საგარეჯოს რაიონი
დაისეტყვა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა გიორგი
ღვინიაშვილმა განუცხადა.
გუბერნატორის ინფორმაციით, ამ დროისთვის წვიმამ გადაიღო.
„რეგიონის სამაშველო სამსახურები დასეტყვილ რაიონებში არსებულ
მდგომარეობას სწავლობენ. ყველაზე მეტად ღვარცოფმა საგარეჯო დააზიანა.
განადგურებულია ვენახი. ამ ეტაპისთვის ზარალს ვითვლით“,- განუცხადა
„ინტერნეტ.ჯი“-ს რწმუნებულმა.
Internet.ge