არასაპატიო მიზეზით გაცდენილი
სხდომის გამო, საპარლამენტო უმრავლესობის 12 წევრს ერთი თვის ხელფასი დაექვითება.
დეპუტატებისთვის
ხელფასის დაქვითვა ჩაშლილ კენჭისყრის შედეგებს უკავშირდება. კერძოდ, 12 აპრილის
სხდომაზე, კენჭისყრები ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. სხდომაზე დეპუტატებმა
რეგისტრაცია სამჯერ გაიარეს, მაგრამ დარბაზში მყოფი კანონმდებლების რიცხვი,
ქვორუმისთვის საჭირო დეპუტატების რიცხვს, მკვეთრად ჩამოუვარდებოდა.
არსებული ინფორმაციით, დაჯარიმებულ
დეპუტატებს შორის არიან – აკაკი ბობოხიძე, ენზელ მკოიანი და ელენე ჯავახაძე.
კენჭისყრების ჩავარდნა კი, აღნიშნულ სესიაზე, ოპოზიციონერი დეპუტატის ჯონდი ბაღათურიას დამსახურებით მოხდა, რომელმაც რეგისტრაციის შემდეგ სათითაოდ დაითვალა კოლეგები და დააფიქსირა, რომ ქვორუმისთვის საჭირო რაოდენობა სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა.
Internet.ge