ცხინვალში მეეზოვეები გაიფიცნენ
14:29 15.05.2012
|
დღის სიახლეები
|
დღეს ცხინვალში მეეზოვეების გაფიცვა დაიწყო, - იუწყება
„ეხო კავკაზა“
ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით.
საქალაქო მეურნეობის თანამშრომლები დირექტორის ტეიმურაზ კულუმბეკოვის
გადაყენებას მოითხოვენ. აქციის მოანწილეთა თქმით, მათი დირექტორი ადამიანებს უხეშად ეპყრობა და
არაკომპეტენტურია.
„ატომოსფერო და თავად ორგანიზაციის სისტემა კოკოითის ყოფილი რეჟიმის ნათელი
მაგალითია - კლანურობა, დატაცება და პოფიგიზმი მოსახლეობისა და თანამშრომლებთან
მიმართებაში“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
მოთხოვნის შესრულებამდე, გაფიცულები მუშაობაზე უარს ამბობენ.
Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|