პარლამენტში,
ამ წუთებში, „ქრისტიან–დემოკრატები” საქართველოში ევროკომისიის მისიის ყოფილ ხელმძღვანელს, პერ ეკლუნდს ხვდებიან.
ოპოზიციონერებისა
და დიპლომატის შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
როგორც
ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე, უმცირესობის ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ
განუცხადა, წლების განმავლობაში, პერ ეკლუნდი საქართველოში ევროკომისიის მისიის ხელმძღვანელი იყო და შეხვედრაზე,
მას მიაწოდებენ ინფორმაციას - რა კეთდება იმისთვის, რომ მომავალი არჩევნების შესახებ ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო სივრცე და გარემო იყოს.
„ეკლუნდმა იცის, რომ „ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ ყოველთვის დემოკრატიის სამართლიანობისა და ამავე დროს სახელმწიფოს სტაბილურობის პრინციპებით ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე, ვისაუბრებთ რა კეთდება იმისთვის, რომ მომავალი არჩევნების შესახებ ქვეყანაში კონკურენტული საარჩევნო სივრცე და გარემო იყოს“,
– განაცხადა თარგამაძემ.
Internet.ge