ნიკა გილაური: სასერთიფიკატო გამოცდებზე დარეგისტრირებულ მასწავლებლთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით ორჯერ მეტია
პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ინფორმაციით, სასერთიფიკატო გამოცდებზე დარეგისტრირებულ მასწავლებლთა რაოდენობა გასული წლის მაჩვენებლებს ორჯერ აღემატება, რაც განათლების სისტემის დიდი წარმატებაა.
ამის შესახებ განცხადება, ნიკა გილაურმა დღეს, გამართულ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერის თქმით, სასერთიფიკატო გამოცდების ჩასაბარებლად უკვე 41 ათასი მასწავლებელი დარეგისტრირდა.
გილაურის განცხადებით, ყველა სერთიფიცირებულ მასწავლებლს ხელფასი 75 ლარით ეზრდება, ხოლო ვინც გამოცდებს ინგლისურსა და კომპიუტერში ჩააბარებს 135 ლარიანი დანამატი ექნება.
„მნიშვნელოვანია, რომ სკოლის მოსწავლეთათვის აბსოლუტურად ყველა რგოლი იყოს მიმართული ერთი და იგივე მიზნისთვის, რაც არსი ბავშვის განათლების დონის გაზრდა. შესაბამისდ ჩვენც სხვადასხვა მოტივაცია შეუქმენით მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორებს და ასეთი მოტივაცია სწორედ რომ სერთიფიცირებაა“,- განაცხადა გილაურმა.
Internet.ge