საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს
პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პატიმრებს შეიწყალებს.
როგორც, „ინტერნეტ.ჯი“-ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ
განუცხადა, შეწყალების კომისიამ პრეზიდენტს რეკომენდაციით 20 მაისის შემდეგ უნდა
მიმართოს.
„ინტერნეტ.ჯი“ პატიმართა შეწყალების კომიტეტის თავმჯდომარეს
დაუკავშირდა.
ელენე თევდორაძის, ინფორმაციით, კომისია 105 მსჯავრდებულის საქმეს
განხილავს, რომელთაგანაც 15 ქალბატონი და 4 არასრულწლოვანია.
თევდორაძის განცხადებით, ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე
არ უნდა იხდიდნენ სასჯელს. ამსთან, მათ სასჯელის ნახევარი მაინც უნდა ჰქონდეთ
მოხდილი.
Internet.ge