ადგილობრივი დროით 15:04 საათზე, აზერბაიჯანში, ბაქოდან ჩრდილო-დასავლეთით დღეს, კვლავ დაფიქსირდა მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 4 ბალი იყო. ამის შესახებ რესპუბლიკის სეისმოლოგიურმა სამსახურმა განაცხადა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ შეკიდან დასავლეთით
იყო, სადაც 7 მაისის
შემდეგ, მიწისქვეშა ბიძგები კიდევ რამდენჯერმე დაფიქსირდა.
მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია, თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მიწისძვრებმა, ავარიულ მდგომარეობაში ჩააყენოს მთელი რიგი შენობები, განსაკუთრებით კი მოძველებული საცხოვრებელი სახლები.
internet.ge