„პირველი სტერეოს" ყოფილი
დირექტორი დავით ზილფიმიანი,
ტელეკომპანიის ამჟამინდელ დირექტორ ვასილ კობაიძეს სასამართლოში უჩივლებს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ზილფიანმა
განუცხადა, მისი ადვოკატები პროკურატურასაც მიმართავენ.
„მზადდება საჩივარი ბატონი კობაიძის
წინააღმდეგ. მივიჩნევ, რომ მან არასამართლიანად გამათავისუფლა თანამდებობიდან, თან
ისე, რომ ამის შესახებ არც კი უმსჯელია. ჩვენ ყველა სამართლებრივ ბერკეტს
გამოვიყენებთ. ამასთან მოვითხოვ კომპანიაში ჩემს წილს ყადაღა მოხსნან“,- აცხადებს
ზილფიმიანი.
მისი თქმით, დაცვის კერძო სამსახურმა, "სტერეოში" გამაგრებული რამდენიმე თანამშრომელი იძულებით გამოიყვანა ოთახიდან.
„აქ იმყოფებიან ვიღაც „მგლები“ და არც ერთ
თანამშრომელს არ გვიშვებენ. ტექნიკის დაზიანების შიში მაქვს. ამასთან ვშიშობ
ტელევიზიის ბუღალტერია არ განადგურდეს“,- განუცხადა „ინტერნეტ.ჯი“-ს ზილფიმიანმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საჯარო რეესტრმა ტელეკომპანია
"პირველი სტერეოს" დირექტორად ტელევიზიის მეწილე ვასილ კობაიაძე დაარეგისტრირა. რასაც
ტელეკომპანიის ყოფილი დირექტორის, დავით ზილფიმიანის გაღიზიანება მოჰყვა.
internet.ge