GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით გარეჯში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით მსვლელობა მოეწყობა
09:36 20.05.2012
დღის სიახლეები

საინიციატივო ჯგუფი „დაიცავი დავით გარეჯი“ დღეს, 14:00 აქცია- მსვლელობას გამართავს. ამასთან დაკავშიებით, მათ სპეციალურ განცხადებაც გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ მსვლელობა ვაკის პარკიდან რუსთაველის გამზირის გავლით, ჩიტაძის ქუჩამდე მოეწყობა, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მდებარეობს. „ინტერნეტ.ჯი“განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"აქციის ორგანიზატორთა მთავარი მოთხოვნებია - საგარეო საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინოს დოკუმენტური მასალებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია, რის საფუძველზე გააკეთეს ქართული საზოგადოებისათვის სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელი განცხადებები საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და კულტურის მინისტრმა; საქართველოს მთავრობამ 31 მაისამდე (წმ. დავით გარეჯელის ხსენების დღე) საჯარო გახადოს და მოგვაწოდოს დავით გარეჯის თაობაზე წარმოებული მოლაპარაკებების სტენოგრამები და ოქმები, რათა საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გამჭვირვალე გახდეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი. ასევე, მოვითხოვთ, საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, აცხადებს თუ არა აზერბაიჯანის მხარე პრეტენზიას ჩიჩხიტურის მონასტერზეც", - ნათქვამია განცხადებაში.

მშვიდობიანი მსვლელობა ვაკის პარკიდან დაიწყება, რის შემდეგაც, აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აზერბაიჯანის საელჩოსთან გაემართება და საელჩოს წარმომადგენელს საინიციატივო ჯგუფის მიერ აზერბაიჯანის ელჩისადმი შემუშავებულ სპეციალურ მიმართვას გადასცემს.

მსვლელობა გაგრძელდება ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირებზე და შეჩერდება ჩიტაძის ქუჩაზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ, სადაც საინიციატივო ჯგუფი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს სპეციალურ მიმართვას გადასცემს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეები მამა დავითზე გაემართებიან და სამშვიდობო პარაკლისს დაესწრებიან.

ამით, საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი დავით გარეჯი" დაასრულებს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის კულტურული მემკვიდრეობის და რელიგიური სიწმინდის დაცვისთვის ორგანიზებულ პირველ აქციას.

ამასთან, საინიციატივო ჯგუფი "დაიცავი საქართველო" საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, დღეს, 14:00 საათზე, თავიანთი მხარდაჭერა საავტომობილო სიგნალით გამოხატონ.

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს, ემიჯნება და გმობს ყოველგვარ სავარაუდო პროვოკაციულ გამოვლინებებს,"- ნათქვამია განცხადების ტექსტში.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ზაქარია ქუცნაშვილი მივიდა1
იუსტიციის სახლთან სტუდენტები შიმშილობას განაგრძობენ2
შს სამინისტროში დონორთა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა3
პარლამენტის სხდომათა დარბაზის დემონტაჟი მიმდინარეობს4
ფილიპ დიმიტროვმა ცხინვალში მედვედევის ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X