სოციალურ ქსელ Facebook-ის
დამაარსებელმა ცოლი მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ოფიციალურ გვერდზე
განათავსა და შესაბამისი ფოტოც დაურთო თან. მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელის
რჩეული მისი დიდი ხნის მეგობარი გოგო - 27 წლის პრისცილა ჩანი გახდა.
ახალდაქორწინებულებმა
ერთმანეთი ჰარვარდში 2004 წელს გაიცნეს. ჯვრისწერის ცერემონია ცუკერბერგის სახლში გაიმართა.
მასზე 100-მდე ადამიანი იყო მიწვეული, რომელთაც ქორწილის შესახებ წინასწარ არაფერი
იცოდნენ. მათ დაპატიჟებისას უთხრეს, რომ წვეულება პრისცილას დიპლომს ეძღვნებოდა. პატარძალმა
იმ დღეს მართლაც დაამთავრა კალიფორნიის მედიცინის ფაკულტეტი.
ქორწილამდე 2 დღით ადრე,
გასულ პარასკევს, ცუკერბერგმა Facebook-ის აქციათა ნაწილი გაყიდა, თუმცა საკონტროლო
პაკეტი - 55% - მაინც შეინარჩუნა.
Internet.ge