GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისში ჰაერის ხარისხის მართვის პოლიტიკის შესახებ რეგიონული შეხვედრა ჩატარდა
08:51 21.05.2012
დღის სიახლეები

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისმა ჰაერის ხარისხის მართვის პოლიტიკის შესახებ რეგიონულ შეხვედრას უმასპინძლა, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და ევროკავშირის ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა გახსნეს.

შეხვედრა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომლის საერთო ბიუჯეტიც 7 მილიონი ევროა. პროგრამა აღმოსავლეთ ევროპის შვიდ ქვეყანაში - საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბელორუსი, უკრაინა, რუსეთი - ერთდროულად მიმდინარეობს.

საქართველოში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტის განხორციელებას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი უზრუნველყოფს.

ჰაერის ხარისხის მართვის პროექტის მიზანია, დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაში, ევროპული პოლიტიკისა და კანონმდებლობის ჰარმონიზაციაში. შეხვედრაზე მონაწილეებმა განიხილეს ჰაერის ხარისხის მართვის კუთხით ევროკავშირის პოლიტიკა და ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების კონვენციის სიახლეები. ასევე, მოხდა ევროპული გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების მიღება.

სემინარს ევროკავშირის დელეგაციის, პროექტში ჩართული ქვეყნების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი, თავდაცვის სამინისტროს შენობაში, თეა წულუკიანმა დააკავა1
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 21 ოქტომბრისთვის2
ექიმებმა პაციენტს თავიდან 12-სანტიმეტრიანი დანა ამოუღეს3
ირაკლი სესიაშვილი: სარეზერვო სისტემის ძირეული რეფორმირება მოხდება4
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის (8 - 14 ოქტომბერი)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X