ამერიკაში, 6 სასკოლო ავტობუსის შეჯახების შედეგად,
65 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა ქალაქ ატლანტის მახლობლად მოხდა. ავტობუსები,
რომელთაც 200 ბავშვი გადაჰყავდათ, გასართობი პარკისკენ მიემართებოდნენ.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ავარია ერთ-ერთი
ავტობუსის დამუხრუჭებამ გამოიწვია. ავტობუსის მძღლომა მანქანა სავარაუდოდ
გადაკეტილი გზის გამო შეაჩერა. პირველი მანქანის დამუხრუჭებას, მომდევნოს შეჯახება
მოჰყვა. ავარიას ვერც დანარჩენი 4 ავტობუსი და მათ უკან მიმავალი მსუბუქი
ავტომობილი გადაურჩა.
„Вести“-ის ცნობით, ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლი
ქალბატონი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანარჩენ დაზარალებულებს მხოლოდ მცირე
ტრავმები აღენიშნებათ. ავარიის გარემოებებს ატლანტის პოლიცია სწავლობს.
internet.ge