იტალიის
პრემიერ-მინისტრმა მარიო მონტიმ, სასწრაფოდ დატოვა ნატოს ჩიკაგოს სამიტი. ამის
მიზეზი კვირას, ქვეყნის
ჩრდილოეთით მომხდარი მიწისძვრა და 19 მაისს, ქალაქ ბრინდიზში განხორციელებული ტერაქტი გახდა, რომლის შედეგადაც
16 წლის გოგონა დაიღუპა.
აფეთქება ფალკონეს სახელობის ტექნიკუმის შენობასთან მოხდა. არიან დაშავებულებიც.
იტალიის ერთ-ერთი რეგიონის, ემილია-რომანიას მოსახლეობა კი ძლიერი მიწისძვრის
მსხვერპლი გახდა. 4 ადამიანი კერამიკის ქარხნის ნანგრევებში მოჰყვა, ორი
ქალბატონი კი გულის შეტევით გარდაიცვალა. დაინგრა შენობები და დაშავდა ასზე მეტი
ადამიანი.
ემილია-რომანიას ხელმძღვანელობა ქვეყნის ხელისუფლებას საგანგებო ვითარების
გამოცხადებას სთხოვს.
„ჩვენ
ვითხოვთ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ნაციონალურ დონეზე… არის
მნიშვნელოვანი ნგრევა და მსხვერპლი“ - განაცხადა მხარის ადმინისტრაციის
ხელმძღვანელმა ვასკო ერანიმ.
პირველი
ბიძგები იტალიაში კვირას ღამის 00:00
საათზე იგრძნეს, სამ საათში კი ძლიერი, 6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ის საკმაოდ ხანგრძლივი იყო და
სერიოზული ნგრევა გამოიწვია. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლონიას, ფერარასა და მოდენაშ
შორის, 10 კილომეტრის სიღრმეში იყო.
Internet.ge