ჩიკაგოს ხელმძღვანელობა სამი დაკავებულის შესახებ
იუწყება, რომლებიც ნატოს სამიტის დროს ტერაქტებს გეგმავდნენ - წერს ამერიკული
მედია.
შეტევის ობიექტი უნდა გამხდარიყო ბარაკ ობამას წინასაარჩევნო შტაბი, ჩიკაგოს მერის
სახლი და პოლიციის განყოფილებები.
სამიტის წინა დღეს, ჩიკაგოს სამხრეთ ნაწილში 3 ახალგაზრდა დააკავეს. როგორც
პროკურატურა ამტკიცებს, ისინი ამზადებდნენ უამრავ „მოლოტოვის კოქტეილს“, რომლებიც
საპროტესტო აქციებზე უნდა გამოეყენებინათ. სამივეს ტერორიზმის მუხლით აქვს
ბრალდება წაყენებული.
internet.ge