დღეს დილით, 5,8-ბალიანი მიწისძვრა მოხდა ბულგარეთის დასავლეთ
ნაწილში, სოფიასთან ახლოს. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პერნიკსა და რადომირს შორის დაფიქსირდა.
მნიშვნელოვანი ნგრევისა და დაზარალებულების შესახებ
ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება, თუმცა ქალაქ პერნიკში რამდენიმე ნაგებობას კედლები ჩამოენგრა.
ბულგარეთის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, ძირითადი
მიწისძვრის შემდეგ მომხდარი ე.წ. აფთერშოკის სიმძლავრე, რომელიც ისევ სოფიასთან ახლოს მოხდა, 4,9-ბალიანი იყო.
მიწისძვრის შემდეგ, უამრავმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი და ამ მომენტშიც
ქუჩაში ყოფნას ამჯობინებენ. ზოგიერთ
რაიონებში შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება.
Internet.ge