პროტესტის მონაწილეები მალიში ქვეყნის პირველი პირის
სასახლეში შეიჭრნენ და დროებითი პრეზიდენტის დიონკუნდ ტრაორეს გადადგომა მოითხოვეს
- იუწყება "ევრონიუსი".
დაცვამ სამი თავდამსხმელი მოკლა, თუმცა დანარჩენებმა მაინც
მოახერხეს პრეზიდენტისთვის ზიანის მიყენება. ტრაორე ნაცემია. ის საავადმყოფოში
უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. მას
თავის ქალის ტრავმა აქვს მიღებული.
„ჩვენ დღეს აქ ვართ, რადგან ტრაორეს ხელისუფლებაში დარჩენა
სურს. არ წავალთ, ვიდრე ის არ დატოვებს სასახლეს, მაშინაც კი, თუკი სიკვდილი
მოგვიწევს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა ახალგაზრდა აქტივისტმა სტუდენტმა.
სამხედრო ამბოხება მალიში კაპიტან ამადუ სანოგოს მეთაურობით
მიმდინარე წლის 22 მარტს მოხდა. ამის მიზეზი, ქვეყნის ჩრდილოეთით ტუარეგების ტომის
აჯანყების წინააღმდეგ, მაშინ მოქმედი ხელისუფლების უსუსრობა გახდა.
ამ დღეებში კი, სანოგომ განაცხადა, რომ მალის დროებითი
პრეზიდენტი ტრაორე ქვეყანას კიდევ ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
სწორედ ამის შემდეგ, უკმაყოფილო მალელებმა რადიკალური
პროტესტის ფორმებს მიმართეს.
Internet.ge