ირანის ხელისუფლებამ აზერბაიჯანიდან საკუთარი
ელჩი მუჰამედ ბაჰირ ბახრამი სამშობლოში გაიწვია. ამის შესახებ, აზერბაიჯანულ
პრესაზე დაყრდნობით, „Эхо Москвы“ იტყობინება.
დიპლომატიური წყაროების ცნობით, ამის მიზეზი
ბაქოში გამართული აქცია გახდა. მისი მონაწილეები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ
ირანში აზერბაიჯანული დიასპორის უფლებების შელახვის გამო. მომიტინგეები
აკრიტიკებდნენ ირანის ხელისუფლებას, მათ შორის ქვეყნის სულიერ წინამძღოლს -
აიათოლა ალი ხამენეის.
Internet.ge