საქართველოს
დამოუკიდებლობის
დღეს, 26 მაისს, ქალაქში დაგეგმილ
ღონისძიებებთან
დაკავშირებით, მარჯანიშვილის მოედნის მიმართულებით მოძრაობა ზაარბრუკენის, წინამძღვრიშვილისა
და კიევის ქუჩების გავლით იქნება შესაძლებელი. ამის
შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს ქალაქ თბილისის მერის პრესსამსახურიდან აცნობეს.
„23 მაისიდან მარჯანიშვილის მოედანი გადაიკეტება. შეზღუდვა ღინისძიებების დასრულების შემდეგ
მოიხსნება. სურვილის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მიღება მერიის ცხელი
ხაზის მეშვეობით იქნება შესაძლებელი,“- აცხადებენ დედაქალაქის პრესსამსახურში.
Internet.ge