GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პარლამენტი თამბაქოს საწინააღმდეგო გამოფენას მასპინძლობს
15:56 22.05.2012
დღის სიახლეები

დღეს, პარლამენტში ფოტოგამოფენა - „მხარი დაუჭირე თამბაქოსაგან თავისუფალ გარემოს” გაიხსნა, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება თამბაქოს კონტროლის სფეროში ცვლილებების აუცილებლობის შესახებ და თამბაქოსაგან თავისუფალი პოლიტიკის გატარების წამოწყება და მხარდაჭერა.

ფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი პიქტოგრამული გაფრთხილებები თამბაქოს მოწევის შესახებ, ასევე ფოტოსურათები თამბაქოს მავნებლობასა და მისი მოხმარების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებში.

ფოტოგამოფენა პროექტის - „საქართველოში თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი პოლიტიკის გატარება სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში" ფარგლებში განხორციელდა.   

გამოფენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი წერეთელმა  და საქართველოს პირველმა ლედიმ,  სანდრა ელისაბედ რულოვსმა გახსნეს. 

წერეთლის განცხადებით, დღევანდელი გამოფენით  რეალურად ახალი  ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. 

„გადახედილი იქნება თამბაქოს საწინააღმდეგო სტრატეგია. რეალურად ციფრები შემაშფოთებელია, ჩვენი მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა  რეგულარულად ეწევა და ეს მათ ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია.  ჩვენ გვინდა, რომ მიღებული კანონები ეფექტურად ავამოქმედოთ, ყურადღება მივაქციოთ ინდუსტრიასთან მუშაობას, მაქსიმალურად შეზღუდული იყოს თამბაქოს  რეკლამა და  წინა პლანზე  ცხოვრების  ჯანსაღი წესი იყოს წამოწეული.  დღეს ამ შინაარსის გამოფენა გაიმართა და  ამის ავანგარდში არის სწორედ ქალბატონ სანდრას ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა სხვა არასამთავრობო  ორგანიზაციებთან ერთად“, – აღნიშნა წერეთელმა.

დღევანდელი ფოტოგამოფენა გაიმართა საქართველოს პირველი ლედის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივა "Don’t Worry, Be Healthy”-სთან თანამშრომლობით.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის მიერ ყელის გამოჭრის ფაქტს არ ადასტურებს1
უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა სია და ინფორმაცია გრანტების შესახებ ხვალ გამოქვეყნდება2
ჟვანიამ საფრანგეთში დებიუტზე იმარჯვა3
მიხეილ ცაგარელის ასტროლოგიური პროგნოზი 19 აგვისტოსთვის4
თბილისის მერმა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X