"ლეიბორისტული პარტია" სპეციალური სარეფორმო კომისიის შექმნას
გეგმავს, რომლის განხორციელების შემდეგ, უმწეოებისთვის, ინვალიდებისთვის, სტუდენტებისთვის, ახლად შეუღლებულებისთვის და სხვა
სოციალური
ჯგუფებისთვის
ბანკები კრედიტს უპროცენტოდ გასცემენ.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის
ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია დანარჩენი
მოქალაქეებისთვის 3-4 პროცენტიან საბანკო საკრედიტო განაკვეთს დაადგენს.
მისი, თქმით, დაზარალებულებისათვის შეიქმნება ფინანსური მხარდაჭერის ფონდი, სადაც ბანკირებისგან ჩამორთმეული თანხების აკუმულირება მოხდება.
„ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკით მოსახლეობის ეკონომიკური გენოციდი გრძელდება. ოფიციალური სტატისტიკით, საბანკო სესხებით ბორკილდადებული 68 ათასი ჩვენი თანამოქალაქე უძრვ-მოძრავი ქონების დაკარგვის მოლოდინშია“, - განაცხადა ძაგანიამ.
Internet.ge