მსოფლიოში ყველაზე მაღალი სატელევიზიო ანძის Tokyo
Skytree კარი ვიზიტორებისთვის უკვე გაიღო. შენობის სიმაღლე 634 მეტრია და მხოლოდ
დუბაიში არსებული ბურჯ-ხალიფას 828 მეტრიან ცათამბჯენს ჩამორჩება.
Tokyo Skytree-ს აგების მთავარი მიზანი
სამაუწყებლო კომპანიების რადიოსიგნალების ტრანსლირებაა. მანამდე არსებული ტოკიოს ანძა
(332,6 მ.) ამ ამოცანას ვეღარ ასრულებდა, რადგან ქალაქში ბევრი მაღალი შენობა
გამოჩნდა, რომელთა გამოც გადაცემული სიგნალი ხშირად წყდებოდა.
ნაგებობაში დაკვირვების ორი პლატფორმაა
განლაგებული - 350 და 450 მეტრის სიმაღლეზე.
მისი მშენებლობა 2008 წელს დაიწყო და იგი
მთლიანობაში 503,7 მილიონი დოლარი დაჯდა.
Internet.ge