"ახალი
მემარჯვენეები" მთელ კვირას, ისევ რეგიონებში შეხვედრებს დაუთმობენ. როგორც
„ინტერნეტ.ჯი“-ს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს პარტიის თავმჯდომარე
დავით გამყრელიძე და ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე სიღნაღის რაიონის სოფლების მოსახლეობას შეხვდებიან.
შეხვედრები სოფლებში: ხორნაბუჯი, ძველი ანაგა, ტიბაანი,
მაშნაარი და წნორი გაიმართება.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია კი, სამეგრელოში
განაგრძობს შეხვედრებს.
დღეს, 11 საათზე
მანანა ნაჭყებია მარტვილის რაიონს ესტუმრება და ვედიდკარის, აბედათის, სერგიეთის, ზედა
ნავგაზაოს, გაჭედილისა და სალხინოს მოსახლეობას შეხვდება.
Internet.ge