მიწისძვრა იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით
ადგილობრივი დროით 00:02 სააზე მოხდა.
6,1-ბალიანი ბიძგების შედეგად ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ
ვრცელდება.
მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ ხოკაიდოს
სიახლოვეს წყნარ ოკეანეში იყო. ჯერ-ჯერობით, ხელისუფლებას არ გამოუცხადებია
ცუნამის საშიშროება.
ამასთან, გასული წლის დამანგრეველი
მიწისძვრისა და ცუნამის შედეგები ჯერ კიდევ სახეზეა.
ერთი კვირის წინ, კინკის უნივერსიტეტის სოციალისტების
მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ტოკიოს ყურეში, სადაც მდინარეები
ჩაედინება, იზრდება ცეზიუმის იზოტოპების შემცველობა, რომელიც ატმოსფეროში „ფუკუსიმას“
სადგურზე ავარიის შემდეგ აღმოჩნდა.
Internet.ge