ქუთაისში მშენებარე პარლამენტის წინ, ამ წუთებში სამხედრო აღლუმის
რეპეტიცია მიმდინარეობს.
აღლუმის დროს, საქართველოში დამზადებული ტექნიკაც გამოჩნდება, მათ
შორის ლაზიკა და უპილოტო საფრენი აპარატი. სამხედრო აღლუმს ავიაცია
დაასრულებს.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სამხედრო აღლუმი ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება.
Internet.ge