GE / EN
საინფორმაციო პორტალი
სიახლე
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ლეხ კაჩინსკის შვილი კატასტროფის ნამდვილი მიზეზების დადგენას ითხოვს
12:06 29.03.2012
დღის სიახლეები
ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ქალიშვილი, მარტა კაჩინსაკაია, ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ევროდეპუტატებს აუხსნა, თუ რატომ არ ენდობა ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის დაღუპვის ოფიციალურ ვერსიას. მარტა კაჩინსკის გარდა, ევროპარლამენტში ამ საკითხზე სიტყვით გამოვიდნენ ექსპერტებიც, რომლებმაც სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტისა და კატასტროფის გამოძიების პოლონური კომისიის დასკვნებს შორის შეუსაბამობაზე მიუთითეს და დაასკვნეს, რომ ფაქტები კიდევ ერთხელ მოითხოვს გადამოწმებას. 
მარტა კაჩინსკაიამ კი კატასტროფის მიზეზების შესწავლის მიზნით საერთაშორისო კომისიის შექმნა ითხოვა.
„მე იმედი მაქვს, რომ სიმართლე კატასტროფის მიზეზების შესახებ უფრო ფართოდ გავრცელდება. საუბარია ახალი დასკვნების პოპულარიზაციაზე, ასევე, საერთაშორისო კომისიის მოწვევაზე, რომელიც ობიექტურად შეისწავლის, თუ რა მოხდა“ - განაცხადა ლეხ კაჩინსკის ქალიშვილმა.
ის მიიჩნევს, რომ ოფიციალური ვერსია თითქოს კატასტროფა მფრინავის გამო მოხდა, რომელიც ცდილობდა თვითმფრინავი ნისლის პირობებში დაესვა, სიცრუეა.
მეცნიერებმა პოლონეთიდან და აშშ-დან, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის მოსმენაში, მიუთითეს, რომ გამოძიებას არ აქვს რეალური სურათი იმისა, თუ რა ხდებოდა ბორტზე ბოლო წუთებში, მათივე თქმით, ერთმანეთს ეწინააღმდეგება პოლონური და რუსული საგამოძიებო კომისიების დასკვნებიც. პოლონეთის უაღლესი სასწავლებლების პროფესორებმა წამოაყენეს ინიციატივა, შეიქმნას კომპეტენტურ ექსპერტთა კომისია, რომელსაც დაუშვებენ გამოძიების დოკუმენტებთან და რომელიც ამ მასალის ანალიზს მოახდენს. მათი ეჭვები განაპირობა თვითმფრინავის კორპუსის დეფორმირებულმა ნაწილებმა და ფიქრობენ, რომ ეს, შესაძლოა, ბორტზე მომხდარ აფეთქებაზეც მიუთითებდეს.
ლეხ კაჩნსკის ძმა იაროსლავ კაჩინსკის ევროპარლამენტში გამართულ ღია მოსმენას ვარშავადან ადევნებდა თვალს. მან არ გამორიცხა, რომ თვითმფრინავი თავდასხმის შედეგად განადგურდა:
„თუ იქ იყო აფეთქება, როგორც დღეს ითქვა, ეს კატასტროფა, მაშინ, თავდასხმას უფრო ჰგავს. და თუ ეს კატასტროფა თავდასხმას ჰგავს, მაშინ ეს ახალი ხარისხია პოლიტიკაში“ - თქვა მან ევროპარლამენტთან ვიდეოხიდის დროს.

პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავმა 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან განიცადა ტრაგედია. ბორტზე იმყოფებოდა 96 ადამიანი, - ქვეყნის პრეზიდენტი და უმაღლესი თანამდებობის პირების დიდი ურავლესობა.  სახელმწიფოთაშორისო საავიაციო კომიტეტმა 2011 წლის 12 იანვარს გამოაქვეყნა ტექნიკური გამოძიების შედეგებზე დაფუძნებული დასკვნა, რომლის თანახმადაც კატასტროფის მიზეზი იყო ეკიპაჟის გადაწყვეტილება, არ გამოეყენებინათ სარეზერვო აეროდრომი, კატასტროფის სისტემურ მიზეზად კი ფრენების უზრუნველყოფაში აღმოჩენილი ნაკლოვანებები  და არასათანადოდ მომზადებული ეკიპაჟი დასახელდა.
internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სასულიერო პირმა ორი ადამიანი იმსხვერპლა და ავარიის ადგილიდან მიიმალა (VIDEO)1
კაპანაძე: ევროკავშირი-საქართველოს სხდომაზე ჟენევის მოლაპარაკებებზე იმსჯელეს2
რუსი ადვოკატი პუტინისა და მისი „ხუნტის“ ჰააგაში გასამართლებას ითხოვს3
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს4
ხვალ მინდელი და პოლიტკოვსკაია ჩაბნელდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X