რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამრეწველო აღლუმზე საქართველოს პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილს ელოდებიან.
როგორც“ინტერნეტ.ჯი“ ს კორესპოდენტი ადგილიდან იუწყება პრეზიდენტი
აღლუმს ოფიციალურად გახსნის.
ამ წუთებში, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე გამოფენილ
ქართულ პროდუქციას მოქალაქეები აფასებენ. მოსახლეობას აქართველოში დამზადებული
პროდუქციის დაგემოვნება უფასოდ შეუძლია.
სამრეწველო აღლუმი საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის
გაზრდის მიზნით, წელს, პირველად ტარდება.
მერიის ინფორმაციით, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზარზე ქართული
წარმოების სხვადასხვა სფეროს პოპულარიზაციისა
და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, სამრეწველო აღლუმი ტრადიციულ
სახეს მიიღებს და ყოველწლიურად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გაიმართება.
წელს გამოფენაზე 250–ზე მეტი საწარმო საკუთარი წარმოების: ავეჯს,
სამშენებლო მასალებს, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკას, ტექსტილს, ლითონის
ნაკეთობებს, ფარმაცევტულ ნაწარმს, ლაზერულ გრავიურას, ქართული წარმოების მეტროს
ვაგონებს, უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელებს, ჩაის, საკვებსა და სხვადასხვა
მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს.
რუსთაველის გამზირზე ასევე გამოიფინა ქართული წარმოების საბრძოლო
ტექნიკა.
„ლაზიკა“, „დიდგორი“ - (3
მოდელი), უპილოტო საჰაერო სისტემა, სამხიდიანი დაჯავშნული
მანქანა.
Internet.ge