ირაკლი
ალასანია მარტვილის რაიონის სოფელ ლეციცხვაიას მცხოვრებლებს შეხვდა. მან სოფლის მცხოვრებლებს კოალიცია „ქართული ოცნების“ სოფლის მეურნეობის, განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის პროექტები გააცნო.
ალასანია განცხადებით, სოფელ ლეციცხვაიას საჯარო სკოლა განათლების სამინისტრომ გასულ წელს, ოპტიმიზაციის მოტივით დახურა, თუმცა პედაგოგები და მოსწავლეები კვლავაც განაგრძობენ ოფიციალურად დახურულ სკოლაში სიარულს. როგორც სკოლის ყოფილი დირექტორი ელგუჯა სულავა აცხადებს, დიმიტრი შაშკინი ინფორმირებულია სოფლის ამ პრობლემის
შესახებ თუმცა, რეაგირებას ამ დრომდე არ ახდენს.
„ეს არის, ალბათ, უპრეცედენტო შემთხვევა მთელ მსოფლიოში, ეს არის პედაგოგების სამოქალაქო გმირობის მაგალითი ჩვენი შილების მიმართ, როდესაც ოფიცილაურად დახურულ სკოლაში ისინი დადიან და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ასწავლიან მომავალ თაობას. მე მივმართავ განათლების სამინისტროს, რომ კარგად შეისწავლოს ეს საკითხი და სასწრაფოდ მიიღოს გადაწყვეტილება, აქ 80- ზე მეტი ბავში სწავლობს და მათი ბედის ანაბარა დატოვება დანაშუალია“ - განაცხდა ირაკლი ალასანიამ.
Internet.ge