საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკშვილი დღეს, „მრეწველობის აღლუმზე“
იმყოფებოდა, სადაც მან საქართველოში დამზადებული სამხედრო ტექნიკა დაათვალიერა.
პრეზიდენტი რუსთაველის გამზირზე მისულ მოქალაქეებსაც გაესაუბრა, თუმცა ვარდების მოედანზე შეკრებილ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
საქართველოში წარმოებული პროდუქციის ცნობადობის გაზრდის მიზნით, დღეს,
რუსთაველის გამზირზე ქართული მრეწველობის აღლუმი – „დამზადებულია
საქართველოში" იმართება.
წელს გამოფენაზე 250-ზე მეტი საწარმო საკუთარი წარმოების: ავეჯს,
სამშენებლო მასალებს, ელექტრო და კომპიუტერული ტექნიკას, ტექსტილს, ლითონის
ნაკეთობებს, ფარმაცევტულ ნაწარმს, ლაზერულ გრავიურას, ქართული წარმოების მეტროს
ვაგონებს, უალკოჰოლო და ალკოჰოლიან სასმელებს, ჩაის, საკვებსა და სხვადასხვა
მრავალფეროვან პროდუქციას წამოადგენს.
Internet.ge